ყაბაყის "პასტინა" პატარებისთვის

09 ივლ 2020 |

ეს კერძი ბავშვს 10-12 თვიდან აუცილებლად უნდა გაასინჯოთ. ზუსტად ეს არის რაღაც ახალი, განსხვავებული სადილი, ჩაანაცვლეთ მომაბეზრებელი წვნიანები და გაამრავალფეროვნეთ ბავშვების კვების რაციონი. ისეთი გემრიელი და მარტივი მოსამზადებელია, რომ დარწმუნებული ვარ აიტაცებთ. მთავარია ზუსტად განსაზღვროთ როგორი ზომის მაკარონის დაღეჭვა შეუძლია თქვენს ბავშვს და "პასტინა" მისი საყვარელი კერძი გახდება:) მე ვარსკვლავების ფორმის მინიატურული მაკარონი გამოვიყენე.

ინგრედიენტები

მომზადება

აადუღეთ წყალი, წვრილად გახეხეთ ნახევარი ყაბაყი და 3 წუთის განმავლობაში მოხარშეთ წყალში. მარილი გემოვნებით გაუკეთეთ და შემდეგ დაუმატეთ მაკარონი. პასტა რომ მოიხარშება ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხის გული. ბოლოს სასურველი ყველი და ზეითუნის ზეთი.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.